4 ოქტომბრის გაიგივება მშვიდობიან პროტესტთან იყო ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და ოცნების ლეგიტიმაცია - ეს ყველაზე დიდი შეცდომაა დაშვებული.
არ შეიძლება, არჩევნების დღეს და რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი, როცა აქეთ მხარეს გყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც უაღრესად დაზიანებული ლეგიტიმაცია აქვს და შენ სთავაზობ მოსახლეობას აბსოლუტურად გაურკვეველ პროექტს, რომელსაც ძალადობრივი ელფერები აქვს, რომელსაც ზუსტად იცი, რომ გამოიყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელსაც ჩუქნი იმიტომ, რომ ადამიანებისთვის სტაბილურობის შეგრძნება, სიმშვიდე დღეს ძალიან დიდი ფასეულობაა - თან გაქვს გამოცდილება ბოლო 1 წლის, როცა "ომზე დაშინებით", მან საზოგადოებრივი აზრი გადატეხა.
ამის მერე, როცა გამოდიხარ და მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ ოცნების დელეგიტიმაციას კი არ ახდენ, შენ მშვიდობიანი პროტესტის დლეგიტიმაციას ახდენ და დაზიანებული, შეზღუდული ლეგიტიმაციის ხელისუფლებას, დამატებით გამართლების შესაძლებლობას აძლევ.
ამიტომ, ჩემთვის აქ არჩევანი არ არსებობს.
საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საპროტესტო ხმა, რომელიც დღეს თვლის, რომ საქართველოში გვყავს ანტი-ეროვნული ხელისუფლება და მას აქვს ხმის უფლება, რომელიც უნდა მივიდეს და ხმა მისცეს "ოცნების" წინააღმდეგ და მას ეუბნები, რომ "დარჩი ბოიკოტში" და მერე ეუბნები, რომ ეს დღე უნდა იყოს "მშვიდობიანი დამხობის და რევოლუციის დღე" მაშინ, როცა ამ რევოლუციის არანაირი რესურსი არ გაქვს - ეს არის უპასუხისმგებლობა და ეს არის, სწორედ დამატებითი ლეგიტიმაციის ჩუქება ოცნებისთვის.





![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)