გიორგი გახარია

გახარია: საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ - ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს

რა თქმა უნდა, [საქართველოში დაბრუნებას] ვაპირებ. ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს. ბრიუსელიდან აშშ-ში, შუალედში კი დიდ ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, დავბრუნდები. 

რას ველოდები? რთულია იმის თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვარს გადალახავს [...] მე ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას მზად ვარ ბრძოლისთვის. ასე ოცნებას ნამდვილად არ ჩავბარდები [...]

ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და იქ ვიბრძოლოთ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ. თუ აქ ვარ ეფექტური, აქ ვიბრძოლებ. თუ იქ ვარ ეფექტური, იქ ვიბრძოლებ. თუ ციხეში ვარ ეფექტური, ციხეში ვიბრძოლებ, რა პრობლემაა. ჯერჯერობით, ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური აქ [ბრიუსელში] არის. 

თქვა გიორგი გახარიამ ბრიუსელში, Euroscope-თან ინტერვიუში.

კომენტარები