მთავარი არხის ერთ-ერთმა დირექტორმა გიორგი ქურდაძემ 24 დეკემბერს საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით, რომ დაარეგისტრიროს ცვლილება არხის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ. ქურდაძემ განცხადება დაჩქარებული წესით შეიტანა.

"კერძოდ 2024 წლის 29 ნოემბრის განცხადების საფუძველზე გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ გადმოუგზავნა მისი კუთვნილი ელექტრონული ფოსტიდან მის მიერ დაწერილი განცხადება გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ, დამფუძნებლებს და დირექტორს მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ სამეწარმეო რეესტრში შეიტანოთ ცვლილება"- წერს გიორგი ქურდაძე განცხადებაში.

ქურდაძის განცხადებას თან ერთვის პირადი მეილიდან ამონაწერი, რომლის საფუძველზეც ის მთავარი არხის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას მოითხოვს. კერძოდ, გიორგი გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის 29 ნოემბერს გაგზავნილი წერილი. წერილში გაბუნია წერს, რომ კომპანია ფაქტობრივად ჩიხშია შესული ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და გიორგი ქურდაძის ქმედებების გამო. როგორც გაბუნია წერს, ქურდაძე არხის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსურ ოპერაციებს ბლოკავს.
გაბუნია წერს, რომ "ვინაიდან დამფუძნებლების მიერ მიღებული ახალი წესდება მოქმედების სივრცეს აღარ უტოვებს", იძულებულია მიიღოს თანამდებობიდან გადადგომისა და არხის დატოვების გადაწყვეტილება. ის ასევე წერს, რომ 2 დეკემბერს გუნდთან და მენეჯმენტთან შეხვედრას გამართავს, მომდევნო დღეს კი იუსტიციის სახლში ოფიციალურად შეიტანს განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ. სწორედ ამ მონაკვეთებზე დაყრდნობით შეიტანა განცხადება ქურდაძემ საჯარო რეესტრში.
გაბუნია ასევე განმარტავს რომ იმ მომენტიდან, როცა არხის მმართველად გიორგი ქურდაძე დარჩება, არხის წამატება-წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მას და ზაზა ოქუაშვილს დაეკისრებათ.
"ამასთანავე, მე, როგორც "მთავარი არხის" ლოგოს შემქმნელი და სახელის თანაავტორი და, შესაბამისად, თანამფლობელი, ვიტოვებ უფლებას, ნებისმიერ დროს ავუკრძალო კომპანიას მათი გამოყენება, თუ ჩავთვლი, რომ ახალი მენეჯმენტი ქვეყნისა და საზოგადოების ან თუნდაც თავად "მთავარი არხის" გუნდის დამაზიანებელ საქმიანობას ეწევა" - წერს გიორგი გაბუნია წერილში.
გიორგი გაბუნიას მეირ დამფუძნებლებისთვის გაგზავნილი წერილი:



11 დეკემბერს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს მთავარი არხი. გაბუნიას თქმით, ოქუაშვილი მისი დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის ხელით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას.
- გვარამია: ვთხოვ საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს - აპოვნინეთ არხს გამოსავალი
- ოქუაშვილი: გაბუნიას განცხადება ცილისწამებაა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია
- გაბუნია: ოქუაშვილი გვარამიასგან პარტიულ სიაში ნატო და როსტომ ჩხეიძეების ჩასმას მოითხოვდა
- ოქუაშვილი ფორმულას და TV პირველს: მზად ვარ ჩავერთო ეთერებში გაბუნიას განცხადებების საპასუხოდ
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დატოვა.





