ზაზა ოქუაშვილს არც ეს შენობა და არც ტექნიკა მთავარი არხისთვის არ გადაუცია და არც უჩუქებია – იჯარით მოგვცა, რითიც ნელ-ნელა დააგროვა დავალიანება. წარმოიდგინეთ, დამფუძნებელმა თავისივე კომპანია ძალიან კაბალური პირობებით ათხოვა ქონება, რომელშიც ჩვენ დამატებით ფული გვქონდა გადასახდელი, რამაც გამოიწვია დავალიანების დაგროვება. შემდეგ კი, როდესაც მას დაჭირდა, დაიწყო ამ დავალიანების მოთხოვნა - პრობლემების შესაქმნელად
[...] რამდენიმე თვეში მან მოითხოვა უკვე პოლიტიკაში წასული ნიკა გვარამიასგან პარტიულ სიაში თავისი დეპუტატების – ნატო და როსტომ ჩხეიძეების ჩასმა, რაზეც მან, რა თქმა უნდა, მიიღო უარი, რადგან ეს უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის თამაში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ 2023 წლის მაისში, როდესაც ოცნებას დაჭირდა ოპოზიციის ხმები ზუსტად ამ დეპუტატებს, ვითომ შეეშალათ და შემთხვევით, შეცდომით დააჭირეს ხელი და ოცნებას იუსტიციის საბჭოში გაუყვანეს ის კანდიდატები, რომლებიც ხელისუფლებას სურდა. ზუსტად ამ ორი დეპუტატის ჩასმა უნდოდა ოპოზიციურ სიაში, რაც ფაქტობრივად ნაღმივით იქნებოდა – როგორც მაშინ მიეყიდნენ ქართულ ოცნებას ძალიან მარტივად, ზუსტად ასე მარტივად გაიყიდებოდნენ და ივანიშვილს ოპოზიციაში ეყოლებოდა თავისი ხალხი. ამაზე მან [ოქუაშვილმა] მიიღო უარი





