ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ხაზარაძე: პრეზიდენტის მიერ ივანიშვილის მიწვევა ერთადერთი სწორი გამოსავალია ამ სიტუაციაში

ვიკრიბებით პრეზიდენტთან, იქნება კონკრეტული გეგმა განხილული. მიზანი ამ გეგმის არის ერთი - ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, უკლებლივ ყველა, ვინც არის დაკავებული. იცით, რომ პრეზიდენტმა მოიწვია ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი, რომელიც მართავს რეალურად ამ ქვეყანას, რომ ჩაინიშნოს კონკრეტული თარიღი - ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში. 

[...] არ დამთავრდება ეს ყველაფერი, სანამ საქართველო არ მიაღწევს ახალ არჩევნებს. ამ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ გააჩნია, ტყუილში ჩვენი ქვეყანა ვერ იცხოვრებს. მაგნიტსკის სიის ქვეშ მყოფთ ამ ქვეყანაში არავინ არ დაემორჩილება. 

თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ აქციაზე TV პირველთან ჩართვისას. 

სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ივანიშვილს ორბელიანების სასახლეში ელოდება, რათა ისაუბრონ ახალი არჩევნების დანიშვნაზე. მისივე თქმით, არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე. 

კომენტარები