ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ზურაბიშვილი: მოვიდეს ივანიშვილი სასახლეში, რადგან ყველაფერს ის მართავს

მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ყველაფერს ის მართავს. მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე.

29-მდე, ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან მთელ მსოფლიოში წავიდეს დემოკრატიის, შერიგების, წინსვლის მაგალითი. ველოდები პასუხს.

ეს ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ხვალ, საღამოს სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა, არამედ, როგორც ჩანს, ხმაც დამიპატიმრეს, მაგრამ არაფერი იქნება. შევხვდებით და გელოდებით

სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს მიმართა

კომენტარები