ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველა ადამიანს, ვინც ჯერ არ არის საპროტესტო მოძრაობაში ჩართული, ან სკეპტიკურია, ან უპირისპირდება და ამბობს, როკმ კრიზისი ცუდია საქართველოსთვის - ეს კრიზისი ვერ მოგვარდება. ჩვენი ამოცანაა, ეს მკაფიოდ დავანახოთ. ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ, ამ ხელისუფლების პირობებში. შეიძლება, მკაფიოდ გაღრმავდეს, ან შედარებით ნელა წავიდეს და ისეთი მკაცდრი ზომები არ იყოს მიღებული ვაშინგტონიდან, რაზეც ლაპარაკი არის დისკუსიისას. მე ეს არ ვიცი და ვინც იტყვის, ზუსტად ვიციო, შეცდომაში შეგიყვანთ, შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება.
რა პროგნოზის გაკეთებაც სრულად რეალისტურია, არის ის, რომ ამ კურსისა და ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ რა ეროვნული ამოცანებიც გვაქვს, იმ ამოცანებს ვერ გადავჭრით. მათ მკაცრად დასჯიან და მკაცრად საერთაშორისო პარტნიორები იმის გამო, რომ დასავლეთის მტრის საქმეს აკეთებენ, ეს არ ვიცით. შეიძლება ვიღაცისთვის უკმაყოფილების საფუძველი იყოს, რატომ აქამდე არ მოხდა, რატომ მოხდა შეგუება სტატუს კვოსთან, ეს სხვა დისკუსიაა. ჩვენს ეროვნულ ამოცანებთან ასეთ პირობებში, ამ ურთიერთობაში მყოფი ხელისუფლება ვერ დაგვაახლოვებს.
[...] ესენი "დალაგებას" ეძახიან იმას, რომ ჩვენ წინააღმდეგ არ გადადგამს ნაბიჯებს აშშ და ევროკავშირი, სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გვინდოდეს, ისინი არ დასაჯონ მკაცრად? ეს გვეხმარება ქვეყანას? იმას, რომ რაიმე ისეთ ურთიერთობაში შევლენ დასავლეთთან, რომ ქვეყანა წინ წაწიონ, არც კი განიხილავენ საერთოდ.





