ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კალასი: გვჭირდება, რომ სანქციების ნაწილზე დამატებით ვიმუშაოთ

საქართველოზე, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია და ვაპირებთ განვიხილოთ, თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ზეწოლა იყოს მთავრობაზე, რათა არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ​, არ გამოიყენოს და შეავიწროოს ოპოზიცია და რომ გავგზავნოთ ძალზე ძლიერი გზავნილი ევროკავშირის მხრიდან.

ორშაბათს [16 დეკემბერს] განვიხილეთ და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილში, მაგრამ გვჭირდება, რომ ამ მხრივ დამატებით ვიმუშაოთ.

თქვა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები