ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლე: შეაჩერეთ ძალადობა!

ეკა არეშიძე

"შეაჩერეთ ძალადობა !" - დაწერა 8 დეკემბერს ხორავას ქუჩის მოსამართლემ, ეკა არეშიძემ.

7-8 დეკემბრის აქციაზე ივანიშვილის ნიღბიანი ტიტუშკები თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, შევარდნენ "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში და სცემეს რამდენიმე ადამიანს, მათ შორის კობა ხაბაზს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს.

მოსამართლე ეკა არეშიძე იყო იმ მოსამართლეების შორის, რომლებმაც 29 ნოემბერს გაავრცელეს განცხადება, ივანიშვილის რეჟიმის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 76 მუხლის მოთხოვნებს, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.

ასევე, 2024 წლის 20 აგვისტოს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ ეკა არეშიძის მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას "საეჭვო" უწოდა და მათი მტკიცებით, მოსამართლის გამოტანილ განაჩენს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა მოჰყვა. ეკა არეჟიძე ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მმართველი პარტიის მიერ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებები "აბსურდული და ღირსების შემლახავია".

კომენტარები