ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

კოალიცია “ცვილებებისთვის” ოფისში ტიტუშკებმა რამდენიმე ადამიანს სცემეს

კოალიცია ცვილებებისთვის ოფისში ტიტუშკებმა რამდენიმე ადამიანს სცემეს.

კოალიცია ცვლილებისთვის საზოგადოებრივი სამსახურის ცნობით, 50-მდე ტიტუშკა, გრიბოედოვისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე იდგნენ, რის შემდეგაც ბესიკის ქუჩის ბიზნეს ცენტრში შეიჭრნენ და ხალხის გამოჩენას ელოდებოდნენ, რათა მათ ფიზიკურად გასწორებოდნენ.

სწორედ ბესიკის ქუჩის ბიზნეს ცენტრში მდებარეობს პარტიის ოფისი.

ამ დროის ინფორმაციით, ნაცემია კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, კობა ხაბაზი და კიდევ ერთი პირი. 

კობა ხაბაზს თავის დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა.

"მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ლიფტიდან გამოვედი, იქვე კიბეა ოფისში ჩასასვლელი და როდესაც ჩავდიოდი, უეცრად ამოვარდნენ. 50-მდე ადამიანი იყო. დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ. აშკარად მიცნეს და დამესივნენ. დავალება იყო, რომ ვინმე ცნობადი სახე ეცემათ. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული. ეს დაპირისპირება ოფისის შიგნით დაიწყო, სადაც არის გამშვები პუნქტი. შიგნით გველოდებოდნენ, ვინც პირველი გამოვიდოდა, ის მოჰყვებოდათ ხელში და მე აღმოვჩნდი პირველი. გეგმა იყო ეცემათ ვიღაც და ვისაც სცემდნენ, უნდა ყოფილიყო მეტ-ნაკლებად ცნობადი ადამიანი." - განაცხადა კობა ხაბაზმა.

კომენტარები