ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ივანიშვილის ტიტუშკები თავს დაესხნენ

წყარო: ტელეკომპანია პირველი

7 დეკემბერს, აქციის მიმდინარეობისას ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს ივანიშვილის ტიტუშკები პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს, გიორგი შეწირულს სხეულისა და სახის დაზიანებები აქვთ. ამასთან ერთად, ვიდეოში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს.

"მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით." - ამბობს ჩიხლაძე.

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ტიტუშკებმა წაიღეს აპარატურაც.

ჩიხლაძე და შეწირული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები