საქართველო-იტალია

ზურაბიშვილი იტალიის პრემიერმინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა

X/Zourabichvili_S

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრემიერმინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.

ამის შესახებ პრეზიდენტი X-ზე წერს

"შესანიშნავი დისკუსია მქონდა პრემიერმინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საგანგაშო რეპრესიები, რომლებიც საქართველოში ხდება. მადლობა გადავუხადე, რომ იტალია მტკიცედ უჭერს მხარს EU-ს მხრიდან ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ძლიერ და გადამწყვეტ ქმედებას. მადლობა იტალიას". - წერს ზურაბიშვილი. 

მანამდე, პარიზში ზურაბიშვილი აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

"სიღრმისეული დისკუსია პრეზიდენტებთან ტრამპთან და მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები". - წერდა პრეზიდენტი. 

ზურაბიშვილი ასევე შეხვდა ამერიკელ ბიზნესმენს ილონ მასკს, რომელიც ტრამპმა მომავალ ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის ხელმძღვანელად დაასახელა.

კომენტარები