საქართველო-იტალია

გომელაური იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

შსს

ივანიშვილის სანქცირებული წარმომადგენელი შს სამინისტროში, ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

"შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საუბარი ასევე შეეხო სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებს, მათ შორის იმ მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას, რომლებიც საერთო ინტერესებზე დაყრდნობით ხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და გააფართოვებს სხვადასხვა მიმართულებით" - წერია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები