ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა. ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
კობახიძე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.
ირაკლი კობახიძე მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ივანიშვილის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ივანიშვილის კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.





