ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აშშ-ს სენატორთა ორპარტიული ჯგუფი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili/Facebook

აშშ-ს სენატორი ჯინ შაჰინი წერს, რომ 6 დეკემბერს სენატორთა ორპარტიული ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. მათ გამოხატეს შეშფოთება მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მოპყრობაზე და სალომე ზურაბიშვილს კიდვე ერთხელ დაუდასტურეს კონგრესში ქართველი ხალხისადმი არსებული ორპარტიული მხარდაჭერა. 

სენატორთა საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების სახით, ქართველი ხალხი მშვიდობიანად აპროტესტებს არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას.

ასევე, სენტორები აცხადებენ, რომ აშშ-ს პოლიტიკა უცვლელი დარჩება უახლოეს თვეებში და ამის დასტური ის ორპარტიული და ორპალატიანი პოლიტიკაა, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის კონგრესში არსებობს.

"ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს პრეზიდენტს, ზურაბიშვილს, რათა გადაგვეცა ჩვენი ორპარტიული მხარდაჭერა მისი ლიდერობის მიმართ და გამოგვეხატა სერიოზული შეშფოთება მშვიდობიანი პროტესტების მიმართ ძალადობასა და სასტიკ პასუხზე, რომლებიც მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეჩერებულიყო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.

დღეების განმავლობაში, ქართველი ხალხი იყენებს უფლებას მშვიდობიანი პროტესტისა არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უგულებელყოფს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს, რომლებსაც მომავალი ევროკავშირში სურთ.

ქართველი ხალხის მიმართ არსებობს ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა. ეს უნდა ახსენებდეს ქართულ ოცნებას, რომ აშშ-ის პოლიტიკა უახლოეს თვეებში უცვლელი დარჩება" - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

კომენტარები