კით კელოგი

კელოგი მალოფეევს პასუხობს, ურჩევს საკუთარ ყუთში დაბრუნდეს და ტრამპი და აშშ უკეთ შეისწავლოს

კით კელოგი
 AP Photo

4 დეკემბერს კით კელოგმა, რომელიც დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად დაასახელა და რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებს წარმართავს, გავლენიან ოლიგარქს, კონსტანტინ მალოფეევს უპასუხა. მან მალოფეევს ურჩია ტრამპის არსათანადოდ შეფასების შეცდომისგან თავი შეეკავებინა და უკან საკუთარ სოროში დაბრუნებულიყო, რადგან მას არ ესმის დონალდ ტრამპისა და აშშ-ს.

მანადმე, 4 დეკემბერს FINANCIAL TIMES-თან ინტერვიუში, მალოფეევმა თქვა, რომ "კელოგი ჩამოდის მოსკოვში თავისი გეგმით, ჩვენ მას ვიღებთ და ვეუბნებით, რომ გ***ვას, იმიტომ რომ გეგმის არც ერთი ნაწილი არ მოგვწონს. ეგ იქნება მთელი მოლაპარაკებები".

"სჯობს უკეთ ესმოდეს ვინაა დონალდ ტრამპი, რადგან დიდი შეცდომაა დონალდ ტრამპის არასათანადოდ შეფასება, რაც მსოფლიომ უკვე ჩაიდინა და ეს უზარმაზარი შეცდომა იყო. საქმე არაა კით კელოგში, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე და პრეზიდენტ ტრამპზე ვლაპარაკობთ და ის გაუმკლავდება ამას, როგორც ეს აქამდე გაუკეთებია. მე მას [მალოფეევს] ვურჩევდი დაბრუნდეს საკუთარ ყუთში და უკეთ შეისწავლოს პრეზიდენტი ტრამპი, რადგანაც მას ის და აშშ აშკარად არ ესმის" - თქვა კით კელოგმა.

კელოგი ტრამპის ყოფილ ადმინისტრაციაში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსის თანამდებობას 2017-2021 წლებში იკავებდა. იგი ასევე იყო ტრამპის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით აშშ-ს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში სპეციალური წარმომადგენელი არ ჰყავს, გავრცელებული ცნობებით, ტრამპი ამ პოზიციის შექმნას აპირებს. 

Reuters-ის ცნობით, კელოგის გეგმა, რომლითაც იგი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას შეეცდება, აქტიური ფრონტის ხაზების გაყინვას და ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან კიევისა და მოსკოვის დასმას მოიცავს.

კომენტარები