კით კელოგი

კელოგი: არავინ მოახვევს თავს ზელენსკის ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას არ აწყობს

კით კელოგი
 AP Photo

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის თქმით, უკრაინა დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, დათანხმდეს, თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას.

როგორც კელოგი ამბობს, ამერიკელი მაღალჩინოსნები პარალელურად ცდილობენ მოლაპარაკების მაგიდასთან კიევი და მოსკოვი დასვან, მაგრამ საბოლოოდ კიევმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა აშშ-ს მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას.

"უკრაინელების გადაწყვეტილება არის უკრაინელების გადაწყვეტილება. ზელენსკი აირს სუვერენული ერის ლიდერი, და ეს გადაწყვეტილებები მისი მისაღებია, და არავინ დააძალებს სუვერენული ერის ლიდერს დათანხმდეს ამ გადაწყვეტილებებზე". – ამბობს კელოგი.

ტრამპის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი პირდაპირი მოვალეობაა ხელი შეუწყოს შეთანხმების მიღწევას, რომლებიც "უსაფრთხოების მყარ გარანტიებს უზრუნველყოფს".

ამასთან, კელოგს მიაჩნია, რომ რუსეთის და უკრაინა სამხედრო მოქმედებების დასრულებისთვის მზად არიან, ვინაიდან ბრძოლის ველზე, ვერც ერთი მხარე ვერ საბოლოოდ ვერ გაიმარჯვებს.

18 თებერვალს, საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაა დაგეგმილი. მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე იმსჯელებენ. შეხვედრას არ ესწრებიან ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლები.

კომენტარები