კით კელოგი

კელოგი: ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

კით კელოგი
axios.com

დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს, ამის შესახებ უკრაინასა და რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა ილაპარაკა.

"არც ერთი ვარიანტი არ არის გამორიცხული". – თქვა კელოგმა ბრიუსელში, NATO-ს ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრის შემდეგ.

კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინა არ იქნება ვალდებული მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას არ დააკმაყოფილებს:

"ბოლო სიტყვა ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს ეკუთვნის".

კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ განსახილველად შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა NATO-ს პოლიტიკურ ორგანოს - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს.

18 თებერვალს, საუდის არაბეთში, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის უკრაინის საკითხზე შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მხარეები უკრაინაში მშვიდობის საკითხს განიხილავენ. 

სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაესწრებიან ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის წარმომადგენლები.

აშშ-რუსეთს შეხვედრის საპასუხოდ, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, ევროპის ლიდერები უკრაინის საკითხზე პარიზში საგანგებო შეხვედრას ესწრებიან.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ლიდერები ასევე არ გამორიცხავენ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების შეყვანას. საუბარი 25 000-30 000 ჯარისკაცზე, რომლებიც ფრონტის ხაზზე არ იდგებიან, მაგრამ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში პასუხს გასცემენ.

კომენტარები