რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ბრიფინგზე ილაპარა.
ზახაროვამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "დასავლეთისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევიან".
"ამ სიტუაციამ, როგორც ლაკმუსის ქაღალდმა, გამოავლინა დასავლეთის თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტები. ამაზრზენი განცხადებები, რომლებიც მოდის კოლექტიური დასავლეთიდან (იგივე ევროპის საბჭო, რომელიც უკვე ფსიქიკური დაავადების ეტაპზეა გადასული) და დასავლეთის ქვეყნების სხვადასხვა წარმომადგენლის ინდივიდუალური მიმართვები არის სრული კაკაფონია, ერთგვარი უხამსობა. მოისმინეთ და წაიკითხეთ დასავლელების განცხადებები საქართველოში არსებულ ვითარებაზე ". – ამბობს ზახაროვა.
საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა თავის განცხადებაში ასევე აქცია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:
"რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მისი უფლებამოსილებას ვადა კვირანახევარში გასდის. ამოვდივართ იქიდან, რომ მისი მუშაობის იურიდიული შეფასება საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ".
ზახაროვამ საქართველოს პრეზიდენტს ანტიკონსტიტუციური ქმედებებში და არეულობაში ბავშვების ჩართვაში დაადანაშაულა:
"ალბათ უნდა იყო ან უგულო, ან უჭკუო ადამიანი. შესაძლოა უგულოს და უსულოს იშვიათ შერწყმასთან გვაქვს საქმე. როგორ ხდება, რომ ქალი, რომელიც პოლიტიკაშია და საკუთარი ბუნებით უნდა ხვდებოდეს, რა არის დედობა, ბავშვობა, ბავშვებზე ზრუნვა, მოუწოდებს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს ჩაანაცვლონ სტუდენტები ქუჩაში, სადაც არეულობაა და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან".