ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ვაშაძე: კობახიძესთან სადებატოდ თუ ვინმე უნდა მივიდეს, ის ნაცემი ახალგაზრდებია

რა უნდა იდებატო? თუ მიხვალ იმ დებატებში უნდა უთხრა პირდაპირ კობახიძეს, რომ "შენ ხარ არალეგიტიმური" და წახვიდე. რა არის აქ სადებატო? კობახიძესთან უნდა იყოს ის ჭიდილი, სისულელეებს რომ როშავს ხოლმე, (უმტკიცოთ) ეს არ არის სისულელე, ის არის სისულელე და ა.შ. წარმოუდგენელია უბრალოდ. 

ჩვენი პოზიცია ამ დებატებზე არის ძალიან მკაფიო. ამ დებატებზე არავინ უნდა მივიდეს, თუ ვინმე უნდა მივიდეს, ის ნაცემი ახალგაზრდები უნდა მივიდნენ და მათ უნდა გასცეს პასუხი ამ ნაძირალა კობახიძემ რატომ გააუბედურა ეს ახალგაზრდები.

თქვა ფორმულას ეთერში ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები