ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

MEDIAZONA: თბილისის საპროტესტო აქციაზე ბელარუსის მოქალაქე დააკავეს

საპროტესტო აქცია თბილისში, 30 ნოემბერი
Meduza

დამოუკიდებელი ბელარუსული გამოცემა Mediazone Belarus-ის ცნობით, თბილისში, 29 ნოემბრის ღამეს ბელარუსის მოქალაქე ევგენი მურავიცკი დააკავეს.

ამ ეტაპზე უცნობია რა ედება ბრალად დაკავებულს. მედიის ინფორმაციით მურავიცკი 1999 წელს არის დაბადებული.

Mediazon-მ იპოვა დაკავებულის გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც მურავეცკის აქციაზე გასროლილი ფოიერვერკის ვიდეო აქვს გამოქვეყნებული.

1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მურავიცკი თბილისიდან 109 კილომეტრში, სიღნაღის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

კომენტარები