გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მე-5 კოლონას, რომელიც ოთხი პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი. გუშინ ისიც ცხადი გახდა, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, უბრალოდ რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები ყოველ ჯერზე ცდილობენ, გამოიგონონ საბაბი ქვეყნის არევის მცდელობისა და უკრაინიზაციის მცდელობისთვის. მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ 2013 წლის უკრაინისგან განსხვავებით საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით და რაც მთავარია, გამოცდილი და ბრძენი ხალხით. საქართველოში მაიდნის სცენარი ვერ განხორციელდება, საქართველო არის სახელმწიფო და ამას არ დაუშვებს.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
კობახიძე: ძალადობრივ მიტინგზე პასუხისმგებლობა ევროპელ პოლიტიკოსებს და აგენტურას ეკისრება
tbl.ge/6zjf
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ჩვენ ევროკავშირს ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ
- შაჰინი და რიში: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას
- ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
- ნორვეგიის საგარეო აქციების წლისთავზე: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ
- მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა




