ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ილიაუნი: ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ცნობისთვის გუშინ, 28 ნოემბერს, ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა.

როგორც ილიაუნის განცხადებაშია აღნიშნული, "უნივერსიტეტი ემიჯნება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას".

"აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო". - წერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.

 

კომენტარები