TV ფორმულას ცნობით, გუშინდელ აქციაზე ნაცემ ჟურნალისტის, გურამ როგავას სამედიცინო დიაგნოზი შემდეგია: კისერთან ხერხემლის მალის მოტეხილობა, ასევე სახის ძვლის მოტეხილობა თვალთან. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ის ამ ეტაპზე დაკვრივებას საჭიროებს, თვალი ხომ არ არის დაზიანებული.
ფორმულას ჟურნალისტ გურამ როგავას საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდა.
28/29 ნოემბრის მოვლენები:
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე
პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა
დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები





