რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს, კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა - ნანა მალაშხიამ და ელენე ხოშტარია დაშავდნენ. კოალიციის ცნობით, ნანა მალაშხიამ სახის არეში მიიღო დაზიანებები, ელენე ხოშტარიას კი, სავარაუდოდ, ხელი აქვს მოტეხილი.
კოალიციის წევრის, ნიკა ფარულავას თქმით, "აკავებდნენ ერთერთ დემონსტრანტს, ელენემ გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა, როგორც სჩვევია და ამ დროს მიიღო დაზიანება სპეცრაზმელების მხრიდან". მისი ინფორმაციით, "ნანა მალაშხიას ეპიზოდიც იგივეა, ცდილობდა, ახალგაზრდები არ წაეყვანათ და არ ეცემათ".
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე
პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა
დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.





