საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე, გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის კრიტიკული განცხადებების პასუხად ამბობს, რომ დღეს საქართველოში გერმანიას რეალურად ელჩი არ ჰყავს.
ჟურნალისტებმა კობახიძეს ზარქუას ინიციატივაზეც ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ ისურვებდა გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურები დაწყებულიყო. კობახიძის თქმით, პეტერ ფიშერისთვის გაწვევა დიდი პატივი იქნებოდა.
"გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად საქართველოში გერმანიას ელჩი დღეს არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში", - თქვა კობახიძემ.
- ფიშერი: თუ EU-ს დაშორდებით, თქვენთან ისეთი ურთიერთობა გვექნება, როგორიც უზბეკეთთან გვაქვს
- ფიშერი: რაც უფრო შორდებით EU-ს, მით უფრო ნაკლებ შეღავათიან სესხს მოგცემთ, ბუნების კანონია
- ფიშერი: ჩვენ ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა, გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია
გერმანიის ელჩმა, bm.ge-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" საქართველოსა და EU-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.