საქართველო-ევროკავშირი

ფიშერი: თუ EU-ს დაშორდებით, თქვენთან ისეთი ურთიერთობა გვექნება, როგორიც უზბეკეთთან გვაქვს

რაც უფრო უახლოვდებით ევროპას, მით უფრო ინტენსიური ხდება პარტნიორობა, ასე რომ თუ საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს, მაშინ უფრო მეტი პროგრამა დაიწყება, ჩვენ ამას წინასწარი გაწევრიანების ფონდებს ვუწოდებთ, რადგან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თქვენთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ამიტომ ჩვენ დაგეხმარებით და ყველა ეს პროგრამა გამრავლდება, ჩვენ ვამბობთ მეტი მეტისთვის.

მაგრამ რაც უფრო შორდებით ევროკავშირს, მაშინ ჩვენი ურთიერთობის საფუძველი იცვლება და თქვენ ხდებით ისეთივე ქვეყანა, როგორიც ბევრი სხვა დანარჩენი, ვთქვათ, აზერბაიჯანი, სომხეთი ან შუა აზიის ქვეყნები. შესაბამისად, იქნება ნაკლები ნაკლებისთვის.

საქართველო ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობით სარგებლობს, რადგან თქვენ ბევრი რამ გადაიტანეთ, რადგან თქვით, რომ გსურდათ ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიმართულებით დიდ პროგრესსაც მიაღწიეთ, იმიტომ, რომ კარგი ხალხი ხართ, იმიტომ, რომ ჩვენ შორის არის კავშირი, მაგრამ თუ იტყვით, რომ ამ კავშირს თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ევროკავშირი აღარ გაინტერესებთ და ეს არის ის, რასაც ახლა სიგნალები გვეუბნება, მაშინ ჩვენ დავიყვანთ თქვენთან ურთიერთობას ნორმალურ დონემდე, მაგალითად, როგორც უზბეკეთთან.

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი BMG-ის გადაცემის, საქმიანი დილის ეთერში.

კომენტარები