საქართველო-გერმანია

განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელია - გერმანიის საელჩო

მედიის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩო განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ.

“მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს. დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. დღე, რომელიც გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლება არა პრივილეგია, არამედ ყველა დემოკრატიის ფუნდამენტია. განსაკუთრებით, რთულ პერიოდებშია დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელი. იგი ხედავს, იმას რასაც სხვები არ ამჩნევენ, ამხელს კორუფციას და ხალხს გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.

გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ. აქ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ დამოუკიდებელი ქართული ონლაინ მედიის ქსელის „სინათლის“ მუშაობის შესახებ და/ან თვალი ადევნოთ სხვა დამოუკიდებელ ქართულ ონლაინ მედიებს: Sinatle Media • სინათლე მედია . ყოველი გამოხმაურება და გაზიარება მნიშვნელოვანია!“. - წერს საელჩო.

კომენტარები