საქართველოს მთავრობა

კობახიძე: მომავალ ორშაბათს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება

პრემიერმინსტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ ორშაბათს, 25 ნოემბერს, პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება ნდობის გამოსაცხადებლად. 

როგორც პრემიერი ამბობს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამაც. 

"მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა, ნდობის გამოსაცხადებლად. აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამების საბოლოოდ დაზუსტებაზე. ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამაც" - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

17 ნოემბერს კობახიძემ თქვა, რომ, ვარაუდობენ, საქართველოს "ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი", სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ "დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას", არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. პერმიერმინისტრის თქმითვე, ამ შემთხვევაში, საქრთველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მეათე დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება. 

კომენტარები