არჩევნები 2024

კობახიძე: ვვარაუდობთ, ზურაბიშვილი არ დანიშნავს სხდომას – პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. 

"ერთადერთი, ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება ქვეყნის პარლამენტს, ეს არის მოსახლეობა, ამომრჩეველი, ქართველი ხალხი და სწორედ, ქართველმა ხალხმა მიანიჭა პარლამენტს ლეგიტიმაცია" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა

კობახიძე ამტკიცებს, არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია და ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა

"რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით. ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში საქრთველოს პარლამენტი ზუსტად მეათე დღეს არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება. ეს არის, რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია" - ამბობს კობახიძე. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გუშინ, 16 ნოემბერს წარადგინა

კომენტარები