ჩინეთის საოლქო ქალაქ ისინგში მდებარე პროფესიულ სასწავლებელში დანით თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. 21 წლის ბრალდებული კაცი ადგილზე დააკავეს.
ისინგის პოლიციის ცნობით, თავდასხმა ქალაქ ვუსის ხელოვნებისა და ტექნოლოგიის პროფესიულ სკოლაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 6:30 საათზე მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის თანახმად, ბრალდებული გამოცდებში ჩაიჭრა, სასწავლებელს ვერ ასრულებდა და სტაჟიორის პოზიციაზე მიღებული ხელფასით უკმაყოფილო იყო, თავდასხმა კი ამ მიზეზებით გაღიზიანების გამო მოაწყო.
მანამდე, 11 ნოემბრის ღამეს ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჭუხაიში, სპორტული ცენტრის გარეთ, სავარჯიშოდ შეკრებილ ხალხში ავტომანქანა შევარდა და 35 ადამიანი მოკლა.
ოქტომბერში პეკინში პოლიციამ 50 წლის კაცი დააკავა, რომელმაც დაწყებით სკოლასთან 5 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 3 ბავშვი.
სექტემბერში, შანხაიში, სუპერმარკეტში დანით თავდამსხმელმა 3 ადამიანი მოკლა და 15 დაჭრა. ასევე სექტემბერში, შანტონგის პროვინციის ქალაქ თაიანში მდებარე სკოლის გარეთ ავტობუსი მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჯგუფში შევარდა და 11 მათგანი მოკლა.