ჩინეთი

სი ძინფინგმა ტაივანისა და პეკინის ზედამხედველი სამხედრო მეთაურები შეცვალა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი მოსკოვში, 8 მაისი, 2025 წ.
Reuters

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა, ქვეყნის თავდაცვის რიგებში უპრეცედენტო წმენდის ფონზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონების ზედამხედველად ახალი ხელმძღვანელობა დანიშნა. 

ჩინური სამთავრობო მედია, Xinhua-ს მიხედვით, ტაივანის ოპერაციებზე პასუხისმგებელი აღმოსავლეთ თეატრის სარდლობის მეთაურად გენერალი იანგ ჭიპინი დაინიშნა. 

ამასთანავე, სააგენტოს ცნობით, ცენტრალური თეატრის სარდლობის ახალი მეთაური გენერალი ხან შენგიანი გახდა და იგი დედაქალაქ პეკინზე, ასევე თიენძინსა და სხვა ხუთ პროვინციაზე იქნება პასუხისმგებელი. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილებები 22 დეკემბერს გენერლების დაწინაურების ცერემონიაზე გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს ჩინეთის სამხედრო ეშელონებიდან რამდენიმე მოწინავე გენერალი განდევნეს. 

არსებული ინფორმაციით, ტაივანის სარდლობის ყოფილი მეთაური, ლინ სიანგიანგი ოქტომბერში თანამდებობიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც მან პარტიის დისციპლინა და კანონი დაარღვია. ხოლო ცენტრალური თეატრის ყოფილმა სარდალმა, ვანგ ციანგმა სექტემბერში სამხედრო აღლუმი გაურკვეველი მიზეზით გააცდინა.

კომენტარები