ჩინეთმა თავდაცვის ორ ყოფილ მინისტრს, გენერალ ვეი ფენგჰეს და გენერალ ლი შანფუს კორუფციის ბრალდებით სიკვდილით დასჯა აღსრულების 2-წლიანი გადავადებით მიუსაჯა, რაც The New York Times-ის განმარტებით, სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობით ჩანაცვლდება.
ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "სინხუას" მოკლე რეპორტაჟის თანახმად, ორი ყოფილი მინისტრიდან ერთ-ერთმა, გენერალმა ვეი ფენგჰემ, ქრთამი აიღო, ხოლო მეორემ, გენერალმა ლი შანფუმ, როგორც აიღო. როგორც გამოცემა The New York Times წერს, რომ ჩინეთში, თუ მსჯავრდებულები კარგ საქციელს გამოიჩენენ, მოსამართლეები სიკვდილით დასჯას ორი წლით გადავადებით სამუდამო პატიმრობით ამცირებენ.
გენერალი ლი თავდაცვის მინისტრად 2023 წლის მარტში დაინიშნა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მან შეწყვიტა თავისი ჩვეული საზოგადოებრივი საქმიანობა და შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მომდევნო წელს კომუნისტური პარტიის გამომძიებლებმა ის და გენერალი ვეი, რომელიც 2018 წლიდან 2023 წლამდე თავდაცვის მინისტრი იყო, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, მაღალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციით იარაღის წარმოების ხელშეშლაში დაადანაშაულეს.
ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი რამდენიმე წლის წინ სამხედრო მაღალჩინოსნების წმანდის კამპანია წამოიწყო. ვეი ფენგჰე და ლი შანფუ ერთ-ერთი პირველი მაღალი რანგის ოფიცრები იქვნენ, რომლებიც თანამდებობებიდან გაათავისუფლეს და დააპატიმრეს. მას შემდეგ, დაახლოებით 100 მაღალი რანგის ოფიცერი ან გაათავისუფლეს ან გაუჩინარდნენ, რაც, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ისინი გამოძიების ქვეშ არიან.
ჩინეთის ოფიციალური მედიის ცნობით, გასულ თვეში გამართულ შეხვედრაზე სი ძინფინგმა მიანიშნა, რომ მისი ანტიკორუფციული კამპანია გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ჩინეთის არმიის ერთპიროვნული მმართველი გახდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის ცენტრალური სამხედრო კომისიაში (CMC) დარჩენილი ორი გენერლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, CMC-ის ვიცეთავმჯდომარე გენერალ ჭანგ იოუსიას და CMC-ის წევრ სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ ლიუ ჭენლი "დისციპლინისა და კანონის სერიოზულ დარღვევებს" ედავებიან.
ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიას განსაზღვრავს და მათ ოპერაციებს ხელმძღვანელობს. Financial Times აღნიშნავს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტერმინოლოგიაში გამოთქმა "დისციპლინის დარღვევები" ხშირად კორუფციას ნიშნავს, თუმცა ეს ტერმინი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ფრაქციულ ბრძოლებთან - მაო ძედუნიდან მოყოლებული ჩინეთის ლიდერები მოწინააღმდეგეების პარტიიდან ჩამოსაშორებლად ასეთ გამოძიებებს ხშირად იყენებდნენ.




