აფგან სადიგოვი

სადიგოვის მეუღლე: მომაკვდავ ადამიანს ასამართლებენ და კანონს საერთოდ არ უყურებენ

თქვენ უკანონობას აკეთებთ, ეს არის მართლმსაჯულება?

თქვენ შეკვეთა გაქვთ მიღებული, უდანაშაულო ადამიანს სჯით.

თქვენმა სახელმწიფომ ბრძანება მიიღო.

ეს რა სასამართლოა, როცა არცერთი ფაქტი არ გაითვალისწინეს - მომაკვდავ ადამიანს ასამართლებენ და კანონს საერთოდ არ უყურებენ.

ის უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან.

მე ბოლომდე ვიბრძოლებ, მაგრამ ადამიანი კვდება, უკვე ეტლში ზის.

3 თვეა უკვე ვიბრძვით - აზერბაიჯანში სასამართლო დაკვეთით მუშაობს, აქაური სასამართლოც ასეა, რა უნდა ვქნა?

თქვა თბილისში, აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დაკავებული ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვმა [მთავარი არხის თარგმანი].

3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა

კომენტარები