აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ამბობს, სასამართლოს მიერ შეფარდებული 5 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებს.
"რა თქმა უნდა, უსასრულოა სია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების, ვისაც ჩემგან ეკუთვნით მადლობა. საქართველოში მე დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და დიქტატურის გზაზე ახალშემდგარი კობახიძის აღსრულებით. [...] უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება აფგან სადიგოვი დაიჭირონ, მოკლან კიდეც, მაგრამ მის მაგიერ სხვები გამოჩნდებიან და შეაწუხებენ დიქტატურას.
[...] მივმაფრთავ საქართველოს ხელისუფლებას, დიქტატურის გზაზე უკან დაიხიონ და არ შეასრულონ ერდოღანისა და პუტინის ბრძანებები " - ამბობს აფგან სადიგოვი საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ.
28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) აფგან სადიგოვის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, "სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში".
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი, 161-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.
3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.