აფგან სადიგოვი

სევინჯ სადიგოვა: თუ აფგანს რამე დაემართება პასუხისმგებლები "ოცნება" და კობახიძე იქნებიან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჯ სადიგოვა ამბობს, რომ სადგიგოვი პატიმრობიდან ევროპული სასამართლოს დამსახურებაა.

16 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა.

"გუშინ ჩემი ქმარი გაათავისუფლებს, საქართველოს მმართველმა რეჟიმმა გაანადგურა ჩვენი ყველა უფლება. ქართული სასამართლო კი მხოლოდ ბრძანებებს აღასრულებდა. აფგანის გათავისუფლება ევროპული სასამართლოს დამსახურებაა. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ამ საქმეს მოვიგებთ. აფგანი არც დამნაშავეა და არც კრიმინალი". - ამბობს სადიგოვა ტვ პირველთან.

აფგან სადიგოვი ციხეში 161 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობა დაასუსტა. როგორც სადიგოვა ამბობს, თუ მის მეუღელს რამე დაემართება, ეს ქართული ოცნების და ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობა იქნება.

"აფგანმა ხანგრძლივი შიმშილობის გამო, დაკარგა ჯანმრთელობა, რეჟიმი საქართველოში საშიშია. 

ამიტომ, მე როგორც აფგანის ცოლს, ძალიან მეშინია. აფგანის სიცოცხლე საფრთხეშია. აფგანს თუ რამე დაემართება პასუხისმგებლები ივანიშვილი და კობახიძე იქნებიან. 

საქართველოში უკანონობაა, ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახეთ. ჩვენ ახლა გვეშინია, რომ აფგანს შეიძლება რამე დაემართოს. მე წინასწარ ვამბობ, თუ რამე მსგავსი მოხდება, პასუხისმგებლები ქართული ოცნება და ირაკლი კობახიძე იქნებიან". - ამბობს სადიგოვა.

28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) აფგან სადიგოვის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, "სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში".

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი, 161-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.

3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა

24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.

კომენტარები