არჩევნები 2024

ოცნებას 54.234% აქვს, 4 ოპოზიციურ პარტიას - 37.438% - ცესკოს წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, უბნების 99.261%-ის დათვლის შემდეგ, ქართულ ოცნებას ხმების 54.234% აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პარტიას ჯამში - 37.438%. 

ცესკოს ვებგვერდის მიხედვით, ქართულ ოცნებას ხმა 1 115 576-მა ამომრჩეველმა მისცა (54.234%), კოალიციას ცვლილებებისთვიის (ახალი-გირჩი-დროა) - 222 605-მა მოქალაქემ (10.822%), ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას 207 866 ხმა აქვს (10.105%), ძლიერ საქართველოს (ლელო-მოქალაქეები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი) - 180 147 ხმა (8.758%), ხოლო გიორგი გახარიას პარტიას - 159 469 ხმა (7.753%).

ცესკოს ცნობით, 3111 უბნიდან დათვლილია 3 088 უბნის მონაცემები.

ოპოზიციური პარტიები გაყალბებაზე საუბრობენ და "მიტაცებული არჩევნების" შედეგების აღიარებას არ აპირებენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, ქუჩაში იქნება უწყვეტი პროტესტი. ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ დამატებითი დეტალები დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარები