არჩევნები 2024

ჩემი ხმა: ცესკოს წინასწარი შედეგები მოქალაქეების ნებას არ ასახავს

ორგანიზაცია ჩემი ხმა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ ეს შედეგი საქართველოს მოქალაქეების ნებას არ ასახავს.

"წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გარემოსა და არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლების ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად, მივიჩნევთ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები საქართველოს მოქალაქეების ნებას არ ასახავს. ჩვენ არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნას გავაგრძელებთ". - თქვა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გამართულ ბრიფინგზე.

ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს წინასწარი შედეგები გამოაცხადა. მისი თქმით, 3111 უბნიდან დათვლილია 2206 საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 52.99% მიიღო, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად კი - 38.45%.

კომენტარები