არჩევნები 2024

ხოშტარია: არჩევნები არის მოპარული, ხვალიდან იქნება უწყვეტი პროტესტი ქუჩაში

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ჩვენ ქვეყანა უნდა ვიხსნათ რუსეთისგან და ჩვენ გვერდით დგას ევროპა.

ვიძახდით, რომ არსებობს სხვადასხვა სცენარი, ვემზადებოდით სხვადასხვა სცენარისთვის, გაყალბება, დაწერა, მიწერა, მანიპულაცია და ასე შემდეგ, დადგა ეს სცენარი, მათ გადაწყვიტეს, რომ წავიდნენ პრაქტიკულად საკუთარი თავის განადგურების გზით, რადგან მთელი მსოფლიო აფრთხილებდა, ეს არ გაეკეთებინათ. 

დღეს ჩვენ ვართ ძალიან მყარად, ძალიან პრინციპულად და ბოლომდე იმ პოზიციაზე, რომ ეს არჩევნები არის მოპარული, ჩვენ ამას არ შევეგუებით და გადავდივართ უწყვეტ პროტესტზე, ეს პროტესტი იქნება ორგანიზებული...

...ქუჩაში იქნება პროტესტი, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ გადაწეროს და გადმოწეროს, დათმობას არ ვაპირებთ, პროტესტი იქნება ქუჩაში, კოორდინირებული, ხვალიდან, გეტყვით საათს, ადგილს, ყველაფერს შეგატყობინებთ. ყევლა თქვენი ხმა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი.

კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები