ტელეგრამ-არხ Крымский ветер-ის ცნობით, აშშ-ს არმიასთან დაკავშირებულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა, სახელად Bombardier ARTEMIS II-მა, საქართველოს საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენა შეასრულა. ტელეგრამ-არხის მონიტორინგის ჯგუფი ინფორმაციისთვის ვებგვერდ Flightradar-ს ეყრდნობა.
როგორც Крымский ветер წერს, თვითმფრინავი Bombardier ARTEMIS II რუმინეთში, მიხაილ კოგალნიჩეანუს აეროდრომიდან აფრინდა და შავი ზღვის საჰაერო სივრციდან ყირიმის, ხოლო საქართველოს საჰაერო სივრციდან რუსეთისა და ირანის დაზვერვას ახდენდა.
ARTEMIS II-მა საქართველოს საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენა მაისის ბოლოსაც შეასრულა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



