კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო გადატრიალებაში ადანაშაულებენ.
"ნამდვილად არ გვიფიქრია ჩვენს კოალიციას იმაზე, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, ქართული ოცნება არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე ქართული ოცნება აგებს პასუხს აუცილებლად, იმ წესით, როგორი წესითაც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. ვიდრე ეს მოხდება ქართულ ოცნებას მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება." - ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, მათ კოალიციას გაშიფრული აქვს ტექნოლოგიური სქემა, რომლის დახმარებითაც არჩევნები გაყალბდა.
"ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში თავიდანვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა, მაგრამ აუცილებლად უნდა გესაუბროთ ამაზე, ვიდრე ჩვენ სხვა განცხადებებს გავაკეთებდეთ, ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი გეტყვით რეალურად რა მოხდა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებ ასევე მოკვლევას, რადგან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი შესაძლებლობის გამოყენებით გაყალბებული არჩევნების შედეგები და ხვალ ამასთან დაკავშირებით კიდევ გავაკეთებთ განცხადებებს." - ამბობს გვარამია.
კოალიცია ცვილელებისთვის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, თენგო თევზაძის განცხადებით, ქართული ოცნების გაყალბების ერთ-ერთი სქემა რეგისტრატორებსა და ოცნების ამომრჩევლების პირადობის მოწმობებს მოიცავდა.
"ქართულმა ოცნებამ რეგისტრატორებთან ერთად და მათ შორის, ბოლო სამი თვის განმავლობაში, როდესაც ის პირველად ართმევდა აიდი ბარათებს საკუთარ ამომრჩეველს, რითიც დააზუსტა თავისი ამომრჩევლები, მონაცემები გააციფრულა და სხვადასხვა უბანზე აპარატებში დუბლირებულად ჩამატება. ანუ საშუალოდ 30 000-დან 50 000-მდე ოცნების ამომრჩეველს მინიმუმ ოთხ უბანზე მისვლით შეეძლო გაეოთხმაგებინა შედეგი." - აცხადებს თევზაძე.





