სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

გაბიტაშვილი: სანქცირება პრობლემას არ წარმოადგენს, რომ მეკავოს გენ.აუდიტორის თანამდებობა

რაც შეეხება ჩემს სანქცირებას, სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ეს არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ასე რომ, ის, რომ მეკავოს გენერალური აუდიტორის თანამდებობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

მე სანქცირებული ვიყავი, როდესაც პარლამენტმა მხარი დამიჭირა, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ნდობა ჩემს მიმართ და იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ.

განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანგარიშს წარადგენს. 

  • ყოფილი გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული. 

კომენტარები