ლაზერის მინათება კი არა, სალომე ზურაბიშვილს საერთოდ ურჩევნია, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, საზოგადოებაში არც გამოჩნდეს. იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას თავისი ღირსება და მოთმინების რესურსი აქვს.
tbl.ge/6xt6
დაკოპირდა
თქვა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.
გუშინ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე სცენაზე გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტს სახეში ლაზერს ანათებდნენ. აქციის მონაწილემ და სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ გეგუჩაძემ Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ლაზერებს თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო მონოგრაფში შეკრებილი პირები ანათებდნენ.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტი: დიპლომატიის დღის ხსენება უხერხულია, როცა მთავრობა ფეხქვეშ თელავს ევროპულ გზას
- ზურაბიშვილი: ისტორია გვაჩვენებს - საქართველოსთვის მთავარი რისკი, ყოველთვის რუსეთიდან მოდის
- ზურაბიშვილი: ოცნება მოსკოვის მუსიკაზე ცეკვავს
- ზურაბიშვილი გახარია-ხაზარაძის მიწვევაზე: სადილად ვეპატიჟები, მანამდე, რაც უნდათ - გააკეთონ
- ზურაბიშვილი ქართულ ოცნებაზე: რაღაცაში მომატყუეს, თუ ხალხი და ქვეყანა მოატყუეს