უამინდობა

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ72 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

"საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია" - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

კომენტარები