უამინდობა

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია

ქეთი დუმბაძე

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეფერხდა. უხვმა ნალექმა საავტომობილო გზები დატბორა და შეზღუდვები დაწესდა.

სტიქიის ზონებში სატრანსპორტო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტრო არეგულირებს.

უწყების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრთან, ჩამოშლილი მიწის მასის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურები.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაზიანებულ გზებზე მძიმე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიურ გაწმენდითი სამუშაოები და დღეს დილით მონაკვეთის ნაშალისგან გათავისუფლება დღეს დილით მოხერხდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

გარდა ამისა, ძლიერი წვიმის გამო, შეფერხებებია ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ასევე, ჩაქვსა და მახინჯაურში. მოძრაობას ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა სამეგრელოს რეგიონსაც, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია და გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

სტიქიის გამო დილის საათებში გზებზე მცირედი შეფერხება იყო გურიის რეგიონშიც. შსს-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული არ არის.

კომენტარები