საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) უამინდობის შედეგად, ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
"გზის გარკვეულ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა. შეზღუდული ხილვადობის გამო, დარჩენილ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება" - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.





