უამინდობა

ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში გზები, ეზოები და სახლების პირველი სართულები დაიტბორა

საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, ბათუმიდან შესულია 80 შეტყობინება, ქობულეთიდან 36.

წვიმის შედეგად დატბორილია გზები, სახლების ეზოები და პირველი სართულები.

უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს: ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდის პროცესი. მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

კომენტარები