სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ოცნება მოსკოვის მუსიკაზე ცეკვავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili/Facebook

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული ოცნება მოსკოვის "მუსიკაზე უკრავს და ცეკვავს". ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამას ხედავენ უცხოელი პარტნიორებიც და სვამენ კითხვებს, როდის და რატომ შეიცვალა მმართველი პარტია და რა არის ის "უხილავი ძაფები, რაც აკავშირებთ ვიღაცებს მოსკოვთან თუ მოსკოვის ზოგიერთ წრეებთან".

ის რაც გვესმის საარჩევნოდ, რომ რომ ოცნებაც და მმართველი გუნდიც, ყველაფრის მიუხედავად, მიდის ევროპისკენ, არის ტყუილი. ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო საბჭოთა კავშირში, საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ თვითონ იყო დემოკრატიული, თვითონ იყო ყველაფერი ის, რაც რეალურად დასავლეთში იყო და საკუთარ თავზე იბრალებდა. იგივეა დღეს - "ჩვენც მივიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ" - სად მიიყვან, როცა ყველა გეუბნება, რომ ამ ფორმით, ამ რუსული კანონით და სხვა კანონებით და ამ მიდგომით, პარტნიორების ყოველდღიური ლანძღვით, რაღაც მოგონილი "ომის პარტიით", ვერანაირად ვერ შემოხვალთ ევროკავშირში, მაგრამ ეს ფანჯარა ღიაა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც აქვს შანსი, როგორც ამას დემოკრატია ითხოვს, საკუთარი სათქმელი არჩევნებზე თქვას, არა მხოლოდ ქუჩაში, რადგან ეს არაა საკმარისი. [დასავლელი პარტნიორებისთვის] ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად წახვიდე საარჩევნო უბნებთან და იქ დააფიქსირო რა გინდა.

[...] პარტნიორებს ბევრი კითხვა აქვთ იმასთან დაკავშირებით თუ რა მომენტში შეიცვალა ის ხელისუფლება, რომელიც მოვიდა 2012-ში, შეიცვალა უცებ და როგორ გახდა რეალურად მოსკოვის, არ ვიცი, ბრძანებების თუ ინსტრუქციების [გამტარებელი], ყოველ შემთხვევაში იმათ მუსიკაზე როგორ უკრავს და ცეკვავს. ეს ძნელი ასახსნელია.

[...] მე არ ვიცი, ვის თავში რა ტრიალებს, ვინ ვისზეა დამოკიდებული ან რატომ, ან რა არის ის უხილავი ძაფები, რაც აკავშირებთ ვიღაცებს მოსკოვთან თუ მოსკოვის ზოგიერთ წრეებთან, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, უკვე რამდენიმე წელია, ორი წელი თუ ორ წელზე მეტია მიჰყვება რუსულ სცენარებს". - თქვა ზურაბიშვილმა ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები