ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა.
"დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანისთვის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მისი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით [...] გამოძიების ფარგლებში, გამომძიებელმა სასამართლო-სტაციონარული-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა იმის დასადგენად, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ბრალდებული რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იყო და იმყოფებოდა თუ არა ის ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართა და სასამართლომ ის დააკმაყოფილა. შესაბამისად, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ექსპერტიზის ბიუროში მოთავსდება [...]
ისეთი კატეგორიის შინაარსისა და სპეციფიკის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმე - აბსოლუტურად ყველა საქმეზე ინიშნება სასამართლო-სტაციონარული-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ბუნებრივია, ექსპერტიზის ჩატარება ამ საქმეზეც მოხდა. შედეგები უკვე ექსპერტიზაზეა დამოკიდებული". - თქვა საქმის პროკურორმა.
-
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს აფხაზეთში გადასვლა სურდა – პროკურორი
-
პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება განზრახვაზე მიუთითებს
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.
- დანით 28 ჭრილობა მიაყენა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა
-
მიტინგების დარბევისას ხალხს სცემდა, ამიტომ დაშორდა კესო – აბრამიძის მეგობარი ბრალდებულზე
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.