კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანის ადვოკატი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
დღეს, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბექა ჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"ვფიქრობთ, ახლადდანიშნულმა მოსამართლემ თავისი პირველი პრაქტიკული გამოცდა ვერ ჩააბარა წარმატებით, მოექცა გავლების ქვეშ, ვინაიდან უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მორალური თვალსაზრისით და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი არის უკანონო და დაცვის მხარის მხრიდან გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.
ეს განაჩენი არის უკანონო გენდერის ნაწილში და განსაკუთრებული სისასტიკის ნაწილში, ასევე სისტემატურ ცემასთან დაკავშირებით". - განაცხადა ბექა ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.
18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.
-
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს აფხაზეთში გადასვლა სურდა – პროკურორი
-
პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება განზრახვაზე მიუთითებს
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- დანით 28 ჭრილობა მიაყენა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა
- 28 ჭრილობიდან ყველა სიკვდილთან კავშირშია – აბრამიძის საქმის პროკურორი





